გიყვარ
არხილო
Sunday, 2024-04-28, 4:02 AM


Welcome Guest | RSS
Main Page ძაღლები Register Log in
Site menu

მეძებარი – ეძებს მხოლოდ ფრინველს ყნოსვით, უკეთებს ნაბულს, აფრენს მას და საშუალებას აძლევს მონადირეს თოფით ან დამჭერი ფრინველით მოიპოვოს იგი.
პოინტერი მოხდენილი, ლამაზი აგებულებისაა, ახასიათებს ძლიერ განვითარებული ზეყნოსვა, ენერგია, სისწრაფე და ძებნის დიდი უნარი. რბილი ხასიათის, დამჯერი და გამგონია, უმეტეს შემთხვევაში ლამაზად და შნოიანად ეძებს ფრინველს და აკეთებს ნაბულს სხვადასხვა პოზაში (თავაღერილი, კისერმოღრეცილი, წინა და უკანა ფეხაწეული და ისვიათად დაწოლილიც კი). ადვილად იტანს სიცხეს, უცირს სიცივე, ადრე იგეშება და ხსირია შემთხვევა, როცა ექვსი თვის ლეკვი უკვე იწყებს მუშაობას. ჟიუტი იშვიათად გამოდის.
Pპოინტერი სხვადასხვა ფერისაა. Aარის შავი, ყავისფერი, ჩალისფერი, წითელფოთლებიანი, ყვითელფოთლებიანი, ყავისფერფოთლებიანი, შავფოთლებიანი და იშვიათად თეთრი. Eეს ფერები სტანდარტულია და ამა თუ იმ ფერისათვის უპირატესობის მიცემა გემოვნების საქმეა. Pპოინტერის ძლიერ დიდი ან ძლიერ პატარა ტანი ნაკლია რადგან პირველი დამამტკიცებელია უხეშობის, ხოლო მეორე გადაგვარების.



Login form

Search

Site friends

Copyright MyCorp © 2024