გიყვარ
არხილო
Sunday, 2024-04-28, 2:01 AM


Welcome Guest | RSS
Main Page იარაღები Register Log in
Site menu

სანადირო თოფი


ნადირობის დროს ზუსტი სროლა მარტო მონადირის უნარზე არ არის დამოკიდებული. იგი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. Mაგალითად, ზუსტი სროლისათვის აუცილებელია კარგი და მორგებული თოფი, მაღალი ხარისხის სასროლი მასალა და სანადირო ობიექტის მიხედვით მისი სწორი შერჩევა, ვაზნების საუკეთესო დატენა და სხვ. Yველა ამ საკითხის შესწავლა მონადირის გადაუდებელ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

სანადირო თოფების კლასიფიკაცია. დღეისათვის ვხვდებით სანადირო თოფების მრავალ სახეობას.

ჭურვის მიხედვით სანადირო თოფები იყოფიან:

1. საფანტიან ანუ გლუვლულიან თოფებად;

2. ტყვიის ანუ კუთხვილულიან თოფებად;

3. კომბინირებულ თოფებად და

4. ტყვიასაფანტიან თოფებად.



Lლულების რაოდენობის მიხედვით არჩევენ: ერთლულიან, ორლულიან, სამლულიან და ოთხლულიან თოფებს.


Lლულების განლაგების მიხედვით არჩევენ: ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შედუღებულ ლულებიან თოფებს. რიგი სპეციალისტების აზრით ზუსტი სროლა მეორე ტიპის თოფით უფრო იოლია. Uნდა ვიფიქროთ რომ ეს დამოკიდებულია მონადირის ინდივიდუალურ თვისებებზე. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ ზუსტი სროლა ქარის დროს ვერტიკალურად შედუღებული ლულებიანი თოფით უფრო მეთად ძნელდება.


Dდატენის საშუალებათა მიხედვით არჩევენ: ზუმბიან ანუ ფილთა თოფებს და სახაზინო ანუ ვაზნიან თოფებს.


Gგასასროლად გამზადებულივაზნების რაოდენობის მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ერთვაზნიან (ორვაზნიან), მრავალვაზნიან და თვიდდამტენ ანუ ავტომატურ თოფებად.


Dდამცემი სისტემის მოწყობილობი მიხედვით სანადირო თოფებს ყოფენ ჩახმახიან და უჩახმახო თოფებად.


სარეწაო სანადირო თოფი თავის მხრივ იყოფა მცირე და მსხვილი ყალიბის თოფებად. Mმცირე ყალიბის თოფის ლულა ან ლულები არ უნდა აღემატებოდეს 20-ს, ე.ი მას მიეკუთვნება 20, 24, 28, და 32 ყალიბის თოფები. Iგი უნდა იწონიდეს დაახლოებით 2,5-2,7 კგ-ს.

12 ყალიბის გლუვლულიანი თოფი უნდა იწონიდეს 3,2-3,7 კგ-ს, ხოლო 16 ყალიბის თოფი –3,0—3,2 კგ-ს. ასეთი თოფების ერთი ლულა (როგორც წესი მარჯვენა) ცილინდრი ან შევიწროებული ცილინდრია, ხოლო მეორე ლულა – ჩოკი ან გაძლიერებული ჩოკია. შავაზნე სიგრძე უნდა უდრიდეს 70 მმ-ს.

მსხვილ ნადირზე სანადიროდ ხმარობენ აგრეთვე 7,62, 10,4 და 121,7 მმ-ის ყალიბის შტუცერებს და 8,9 კარაბინებს, ზუსტი სროლის გაადვილების მიზნით, მოწყობილი აქვთ ოპტიკური სამიზნე, შტუცერების წონა ოპტიკური სამიზნეთი დაახლოებით 4 კგ-ს უდრის.


Lლულა. საფანტიანი თოფის ლულა წარმოადგენს მილს, რომელშიაც იწვის დენთი და წვის შედეგად წარმოქმნილი გაზები გამოტყორცნის საფანტს.

Lლულას ამზადებენ საუკეთესო ფოლადისაგან.

Aაღსანიშნავია რომ სხვა თანაბარ პირობებში ლულის სიგრძე დიდ გავლენას ახდენს საფანტის მიტანაზე. ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი ლულა აუარესებს საფანტის მიტანას.


Dდენთი. Gგამოიყენება სანადირო ცეცხსასროლ იარაღში საფანტის ან ტყვიის ჭურვის მოძრაობასი მოსაყვანად ანუ გასატყორცნად. Aამიტომ გასაგებია თოფის თითოეული გასროლის შედეგი დიდადაა დამოკიდებული დენთის ხარისხზე.

თანამედროვე კლასიფიკაციით დენთს ყოფენ ორ ჯგუფად: ბოლიან დენთად და უბოლო დენთად.


საფანტი. თოფის მიტანის ხარისხი დამოკიდებულია აგრეთვე საფანთზე. ღაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. Mმაგალითად სხვა თანაბარ პირობებში სუფთა თყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია.












Login form

Search

Site friends

Copyright MyCorp © 2024